საახალწლო საჩუქრები ბავშვებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით, საახალწლო საჩუქრები გადაეცა ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების, ინკლუზიურის ცენტრისა და სარეაბილიტაციო ცენტრის ,,ჩვენი სახლის’’ 1541 აღსაზრდელს. ასევე, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ,,სათნოების სახლის” 190 ბენეფიციარს, რომლებსაც ბიუჯეტიდან 100-100 ლარიც ჩაერიცხათ.
საახალწლო ნობათი გადაეცა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 შეჭივრებულ ოჯახს, საქველმოქმედო აქციაში შპს ,,ჰერბიამ” და მერიის სამსახურებმა მიიღეს მონაწილეობა. სურსათი და ტკბილეული ჯამში 1631 პირმა მიიღო.