საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა: მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, მერის მოადგილემ, გრიგოლ ყურაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭეიშვილმა აღსაზრდელებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცეს და ა(ა)იპ წყალტუბოს ბაღების გაერთიანების მმართველის, გიორგი იობიძისაგან ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა და არსებული მატერიალურ ტექნიკური ბაზის მდგომარეობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ა(ა) ი.პ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის “საბავშვო ბაღების გაერთიანების” ყველა საბავშვო ბაღში განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ქალაქის #3 საბავშვო ბაგა-ბაღის გარდა, სადაც სარემონტო სამუშაოები გრძელდება. გაერთიანებაში შემავალი ყველა საბავშვო ბაღი მობილიზებული და მომზადებული ხვდება ახალ 2023-24 სასწავლო წელს. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები აქტივობების და პრეზენტაციებისათვის.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პედაგოგბეს, მოსწავლეებსა და მშობლებს წარმატებული საქმიანობა უსურვა ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებს „ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ბაღებში სასწავლო პროცესი უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოში წარიმართოს. ჩვენი მხარდაჭერით ეტაპობრივად გვარდება წამოჭრილი პრობლემები. იმედი მაქვს, მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი ჩართულობით აღსაზრდელებისათვის ბაღში გატარებული დღეები მრავალფეროვან, სილაღითა და სიხარულით სავსე გამოცდილებად იქცევა.“
ა(ა)იპ წყალტუბოს ბაღების გაერთიანება 24 საბავშვო ბაღს აერთიანებს, რომლებშიც 1000 -ამდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას.