საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და მერიის შესაბამისი სტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II-III კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II-II კვარტალში და ასევე, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II-III კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხში.
ასევე, საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა #25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი n 29.08.34.014.01.528) განთავსებული 61.3 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით, გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი N29.17.31.463) განთავსებული 20.63 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი N 29.05.37.233) განთავსებული 77.08 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი N 29.10.37.366) განთავსებული 108.29 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის და აგრეთვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი N 29.03.35.215) განთავსებული 74.87 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის საკითხი.
+7
197
ადამიანი მოიცვა
25
Engagements
პოსტის რეკლამირება
5
2 გაზიარება
მომწონს

კომენტარის დატოვება
გაზიარება