- 2021-11-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2021 წლის 9 თვის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის 9 თვის სარეზერვო ფონდის განკარგვის საკითხი.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II-III კვარტალში და ასევე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II –III კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.