საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სხდომაზე, დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის და ასევე, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიის  ზედამხედველობის, სივრცითი  მოწყობისა და არქიტექტურის  სამსახურის  მიერ   2024 წლის  I-II კვარტალში    გაწეული  მუშაობის  შესახებ.

აგრეთვე, საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის სათნოების  სახლის’’ და ,,წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის კულტურის  ცენტრის’’   მიერ  2024 წლის  I-II კვარტალში    გაწეული  მუშაობის შესახებ.

დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში, შპს „ჯეოვიტ გრუპ“-ის საკუთრებაში არსებულ   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში   (ს/კ 29.12.37.829) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირების შეთანხმების საკითხი.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს   2024 წლის IV კვარტლის  სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხზე.

დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  წევრების     (გარდა   საკრებულოს თანამდებობის  პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების საკითხი.