საკრებულოს მორიგი სხდომის ანონსი

24 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27
დ ღ ი ს  წ ე ს რ ი გ ი:

1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  კეთილმოწყობისა და დასუფთავების  გაერთიანების’’ (ს/კ421277772) რეორგანიზაციის (გაყოფის) დაწყების შესახებ,  წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: მაკა ჭელიძე/

2.,,ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების  განვითარების ხელშემწყობი  პროგრამის  განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების  განკარგვის,  თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების  აღრიცხვის წესის დამტკიცების  შესახებ’’ წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის   საკრებულოს    2016  წლის 28 ოქტომბრის    №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: მაკა ჭელიძე/

3.წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  წევრების     (გარდა   საკრებულოს     თანამდებობის  პირებისა)   უფლებამოსილების   განხორციელებასთან  დაკავშირებული   ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

/მომხს: მაკა ჭელიძე/

4.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის #52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: არჩილ ღიბრაძე/

5.წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თანამდებობის  პირთა (საკრებულოს თავმჯდომარე,  საკრებულოს თავმჯდომარის  პირველი  მოადგილე), მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების  მიზნით  გამოყენებისათვის საწვავის ლიმიტის  განსაზღვრის შესახებ.

/მომხს: არჩილ ღიბრაძე/

6.წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის   მერიის ბალანსზე  არსებული  განპიროვნებული    და        სამორიგეო ავტომობილებისათვის გამოყოფილი  ყოველთვიური  საწვავის ლიმიტის  განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  2018  წლის 31    აგვისტოს   №36 146 განკარგულებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: არჩილ ღიბრაძე/

7.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის  დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის   საკრებულოს    2023  წლის    27  იანვრის   №15(გ-49.492302715) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს:  მარეხ  კანკაძე/

8.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.   წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის   საკრებულოს    2023  წლის    27  იანვრის   №16 (გ-49.492302714) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს:  მარეხ  კანკაძე/

9.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ  არსებული №29.08.36.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების,  განთავსებული  მოძრავი  ქონებებით (ინვენტარი)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით,  მოვლა- პატრონობისა და შენახვის მიზნით ა(ა)იპ ,,წყალტუბო  არენა’’-სთვის  გადაცემის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს:რევაზ დიდავა/