- 2026-10-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: ნიკა მჟავია/
2.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ.’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის № 138(გ-49.4925366011) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ნიკა მჟავია/
3.ქალაქ წყალტუბოში, გ.წითლანაძის ქუჩისათვის ილია II-ის სახელის მინიჭების შესახებ, მიზანშეწონილობის თაობაზე.
/მომხს: ნიკა მჟავია/
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში მე-18 ქუჩისათვის არქიმანდრიტ სოგრატი ჭულუხაძის სახელის მინიჭების შესახებ, მიზანშეწონილობის თაობაზე.
/მომხს: ნიკა მჟავია/
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
/მომხს: ნიკა მჟავია/
6, ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №36
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: არჩილ ღიბრაძე,თანამომხს: ფატი გაგოშიძე/
7.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: არჩილ ღიბრაძე,თანამომხს: ფატი გაგოშიძე/
8..არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს :არჩილ ღიბრაძე/
9.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის’’ მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა,თანამომხს:დავით იობიძე/
10.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
11.შპს ,,ტელეკომ I ‘’-სათვის (ს/კ 4053740636) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 5(ხუთი) წლის ვადით ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე განთავსებული გარე განათების ბოძების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტერტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რევაზ დიდავა/
12.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს:ვაჟა ჟორჟოლიანი, თანამომხს:ნათია ჩაკვეტაძე/
13 ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის № 40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს:ვაჟა ჟორჟოლიანი, თანამომხს:ნათია ჩაკვეტაძე/
14.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი’’-ს მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს:ლევან ჩანქსელიანი, თანამომხს:ანასტასია დოლაბერიძე/