საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ანონსი

17 იანვარს, 10:00 საათზე, გაიმართება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
სხდომაზე, დასწრება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, შესაბამისი რეგლამენტისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი რეკომენდაციების, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვით.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1. „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საკონკურსო პროექტების იდეების განხილვისა და მოწონების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;
/მომხს. რევაზ დიდავა/
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და ანდრო ხარაბაძეს შორის 2020 წლის 22 სექტემბერს გაფორმებულ N2 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს. რევაზ დიდავა/