- 2024-03-20
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში.
ასევე, ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების საკითხში.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“ – სათვის სოფელ გვიშტიბში (სა.კოდი N29.07.35.068) და რუსთაველის ქუჩა N27-ში მდებარე (სამი ოთახის, საკ.კოდი N29.08.34.107) მდებარე უძრავი ქონების სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, უსასყიდლო უზუქრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით გადაცემის საკითხზე.
აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“ – სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ავტომანქანების: TOYOTA CAMRY სახ. ნომერი ZT890ZT, OPEL VEQTRA B სახ. ნომერი NN683KK. – სპეცავტომანქანა ,,IVECO’’ ს/ნ ZCFC6500005536845. AA 890 QA. -გრეიდერი ს/ნ XUG19030HGDB00039. AA 652 D. – ავტომანქანა ,,MERSEDES BENZ’’ სახ. ნომერი DD 773 DU სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“ – სათვის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებასა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი“ – სათვის 104 ცალი პლასტმასის ნაგავშემკვრელი კონტეინერის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.