საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ესწრებოდა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გელა ბურჯალიანის უფლებამოსილების ცნობის საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 18.48 კვ.მ. ფართის აუქციონის წესით, იჯარის უფლებით, 5 წლის სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხში.