საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცნობად იქნა მიღებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნარგიზა ტყაბლაძის უფლებამოსილების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ჩაკვეტაძე ესწრებოდა.