საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ანონსი

20 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27
დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი

1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024    წლის    ბიუჯეტის    დამტკიცების     შესახებ’’ წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის   საკრებულოს    2023    წლის  21   დეკემბრის   №32დადგენილებაში   ცვლილების   შეტანის  თაობაზე.

/მომხს: არჩილ ღიბრაძე,თანამომხს: ფატი გაგოშიძე/

2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის #52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: არჩილ ღიბრაძე/

3. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანები“-სა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“-ს სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“.

/მომხს. არჩილ ღიბრაძე/

4. ქალაქ წყალტუბოში , რუსთაველის ქუჩა #27-ში მდებარე, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი#29.08.34.107) პირველ სართულზე  განთავსებული  სამი ოთახის (21.375კვ.მ; 21.375კვ.მ. და 33.5კვ.მ., სულ 76.25კვ.მ. ფართის)  სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით,არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის  ფორმით, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს:  მარეხ  კანკაძე/

5.წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  სოფელ გვიშტიბში  მდებარე უძრავი ქონების  (საკ.კოდი#29.07.35.068)   სამსახურეობრივი  საჭიროებისათვის ,  უსასყიდლო უზუფრუქტის  ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით,  არსებობის ვადით  ა(ა)იპ ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს:  მარეხ  კანკაძე/

6. ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-სათვის’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის   სარგებლობაში (ბალანსზე რიცხული)   არსებული ავტომანქანის   TOYOTA  CAMRY  სახ. ნომერი ZT 890 ZT სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს:  მარეხ  კანკაძე/

7. ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-სათვის’’ წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული  ავტომანქანების  -OPEL VEQTRA B სახ.ნომერი   NN 683 KK.- სპეცავტომანქანა ,,IVECO”  ს/ნ   ZCFC6500005536845. AA 890 QA ,- გრეიდერი ს/ნ XUC19030HCDB00039.AA 652 D,- ავტომანქანა    ,,MERCEDES BENZ’’      სახ. ნომერი  DD 773 DU  სამსახურეობრივი საჭიროებისათვის,  საკუთრებაში  გადაცემის   შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს:  მარეხ  კანკაძე/

8. ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების  ცენტრი’’-სათვის’’  104 (ასოთხი) ცალი პლასტმასის   ნაგავშემკვრელი  კონტეინერის ( ღირებულება  61880 (სამოცდაერთი ათას რვაას ოთხმოცი ლარი) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს:  მარეხ  კანკაძე/