საკრებულოს წევრების ანგარიში მოქალაქეებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა გურეშიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ფაჩუაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაკა ჭელიძემ, საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ ღიბრაძემ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა კილაძემ და ქალაქ წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ მხეიძემ მოქალაქეებს 2022 წლის ანგარიში წარუდგინეს.
ანგარიშის წარდგენისას საკრებულოს წევრებმა ისაუბრეს მიმდინარე წელს განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტებზე, კომისიებისა და ფრაქციის ფორმატში მათ მუშაობაზე, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილ პრობლემებსა და მათ გადაჭრის გზებზე.
ანგარიშის წარდგენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს წევრები, ა(ა)იპ-ებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.