საკრებულოს წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს.

საკრებულოს წევრები: ლატავრა ბენდელიანი, ნინო ჭეიშვილი, ჯეირან ომანაძე, რევაზ დიდავა, ნაილი ჭოლაძე, ვეფხია ბანძელაძე და ნარგიზა ტყაბლაძე ზედა და ქვედა ცხუნკურის, ქვიტირის, გუბისწყლის, გვიშტიბის, პატრიკეთის და საყულიის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე დეპუტატებმა აღნიშნულ სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე და მომავალში დაგეგმილ აქტივობაზე ისაუბრეს. აგრეთვე, დეპუტატებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, იმსჯელეს სოფლებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.