- 2021-12-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2022 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების შესახებ.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-სათვის ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 215.0 კვ.მ. ფართის (საკ.კოდი 29.08.34.014.01.508) სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4. შპს „დატაკომი“-სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 5 (ხუთი) წლის ვადით, გარე განათების ბოძების (ხაზოვანი ნაგებობები) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით, გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2022 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.