- 2021-12-11
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში საკვირაო სკოლის პროექტის ,,ნორჩი შემოქმედები- უკეთესი მომავლისთვის’’ დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა საინტერესო გამოფენები დაათვალიერეს და მხატვრული კითხვის კონკურსს დაესწრნენ.
ფოტოხელოვნების, თეატრალური მხატვრობისა და ხალხური რეწვის დარგებში წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურეს.
საკვირაო სკოლის 21-მა აღსაზრდელმა გალაკტიონ ტაბიძის შედევრების წაკითხვისას თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი ესწრებოდნენ, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს როგორც პროექტის ხელმძღვანელებს, ასევე პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და თანადგომას დაპირდნენ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლა 2013 წლიდან ფუნქციონირებს. პანდემიის გამო, სკოლის დაფინანსება 2019 წელს შეჩერდა, 2021 წლის ოქტომბრიდან კი კვლავ განახლდა.