საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.