- 2022-03-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
![](https://tskaltubo.gov.ge/wp-content/uploads/2022/03/IMG_0751-1110x550.jpg)
![](https://tskaltubo.gov.ge/wp-content/uploads/2022/03/IMG_07241-275x300.jpg)
წყალტუბოს მუნციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2021 წლის მეოთხე კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
კომისიის წევრებმა განიხილეს ამავე კომისიის მიერ 2022 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.