- 2026-09-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
დეპუტატებმა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, №2-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ. კოდი # 29.08.37.055) პირველ სართულზე განთავსებული 164.8 კვ.მ. ფართის 1 (ერთი) წლის ვადით, საქმიანობის განხორციელების მიზნით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრის „ჩვენი სახლი“-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
3. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“-სათვის ახალი, გამოუყენებელი და ექსპლუატაციაში არმყოფი 1 (ერთი) ერთეული ინდუსტრიული სასწორის (Weighing Scale), 1 (ერთი) ერთეული პროფესიონალური მაღალი წნევის რეცხვის აპარატის (The professional high-pressure washer) და 1 (ერთი) ერთეული ბალახის საჭრელი/შემგროვებელი დანადგარის (The lawn tractor) საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2026 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.