საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებასა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობაში ცვლილებების შეტანის საკითხზე.

ასევე, კომისიამ განიხილა ა(ა) იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გერთიანების“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების საკითხი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.