საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2024 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების შესახებ.

ასევე, დეპუატეტბმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ამავე კომისიის მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.