- 2023-06-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
30 ივნისს, 13:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №35 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის შესახებ.
/ხ. მაღლაკელიძე/
/ფ. გაგოშიძე/
2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/ხ. მაღლაკელიძე/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში მდებარე ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სხვადასხვა ცერემონიალის გამართვასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დაწესების შესახებ.
/ხ. მაღლაკელიძე/
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2023 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.
/ხ. მაღლაკელიძე/