საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

წყალტუბოს რაიონულ საავადმყოფოში საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.
სპეციალურად გახსნილ კაბინეტში მოქალაქეები ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით იცრებიან.
საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლებიც ჩაერთნენ.
ვაქცინაცია წყალტუბოს რაიონულ საავადმყოფოში ამ ეტაპზე შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე