შშმ პირების საერთაშორისო დღე წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში

წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
,წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარების საუკეთესო გარემოში ყოფნა, საჭირო უნარებისა და ცოდნის შეძენისთვის ყველა პირობის შექმნა, თითოეულ აღსაზრდელზე ზრუნვა არის ჩემი როგორც მუნიციპლიტეტის მერის პრიორიტეტი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება პროგრამები, რომლებიც უშუალოდ შშმ პირებისთვის თანასწორი, ინკლუზიური და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადაგმას შშმ პირების შესაძლებლობების რეალიზებისა და მათი დასაქმების კუთხით’’- გენადი ბალანჩივაძე
 წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრში გამართულ ღონისძიებას მერთან ერთად მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.
ინკლუზიური ცენტრი წყალტუბოში 2015 დაარსდა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამჟამად ცენტრში 16 აღსაზრდელია.