- 2022-03-07
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა და მერის წარმომადგენელი ქვიტირის თემში ვლადიმერ ჭეიშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვდნენ სოფელ ქვიტირისა და ზედა მესხეთის მოსახლეობას.
სოფლის საერთო კრებაზე , ღია კენჭისყრის პრინციპით, მოქალაქეებმა თავად აირჩიეს პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები:
სოფელი ზედა მესხეთი – სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი ცენტრის მოწყობა.
სოფელი ქვიტირი- სპორტული კომპლექსის შემორაგვა და შენობაში დარჩენილი სამუშაოების დასრულება.