- 2022-12-19
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ქ. წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ტერიტორიაზე არხი ხე-მცენარეებისგან და შლამისგან პირველად იწმინდება.
სამუშაოები დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ დაათვალიერა.
„ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, როგორიცაა – “განახლებული რეგიონების პროგრამა“, გ. ტაბიძის ქუჩის განახლების პროცესი დასასრულს უახლოვდება, არხის გაწმენდით უხვი ნალექის მოსვლის დროს წყალმოვარდნებისგან დავიცავთ ამ ტერიტორიას,“ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება. სამუშაოებს შპს „ასა მოტორსი“ ასრულებს.