თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში კლასიკური მუსიკის საშობაო კონცერტი ჩატარდა

თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში კლასიკური მუსიკის საშობაო კონცერტი ჩატარდა.
კონცერტზე სკოლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა კლასიკური საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულეს, შესრულდა საგუნდო – საშობაო სიმღერები.
კონცერტს ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრგიოლ ყურაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, „წყალტუბოს მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრის მმართველი ნინო ხურცია და ა(ა)იპ-ის წარმოადგენლები.
მოწვეულ სტუმრებში იყო ქართველი ემოგრანტი რეჟისორი, მსახიობი, წყალტუბოს საბავშვო დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი შალვა აბაშიძე.
სკოლის დირექტორმა მარინა კვერნაძემ მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა და წლის განმავლობაში მიღწერული შედეგების შესახებ ისაუბრა.