ცენტრალურ პარკში წმენდა-დასუფთავება მიმდინარეობს

წყალტუბოში ცენტრალური პარკის გაწმენდისა და განახლების სამუშაოები დაიწყო.
აქტიურად მუშაობს სპეციალური ტექნიკა, მოწესრიგდება გარე განათების ქსელი და გაგრძელდება ახალი მარადმწვანე მცენარეების დარგვა.
➡,,წყალტუბოს ცენტრალური პარკი საფეხმავლო ბილიკებით, წყლის არხებით, ხიდებითა და ულამაზესი ხეივნებით, მარადმწვანე და იშვიათი ხეებით, დეკორატიული ყვავილნარებით ქმნის შესანიშნავ გარემოს როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე აქ ჩამოსული უცხოელი სტუმრებისა და დამსვენებლებისთვის. ცენტრალური პარკი წყალტუბოს სავიზიტო ბარათია, ამიტომ გაკეთდება ყველაფერი მისი განახლებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობისთვის. უკვე დავიწყეთ მუშაობა ყველა რეკრეაციული ზონის მოწესრიგების მიმართულებით ’’ – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
✅წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორია 70 ჰექტარს მოიცავს, რომლის რეაბილიტაცია 2015 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.