წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოში, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციაში წარმოადგინეს როგორც საქართველოს ულამაზეს კუთხეში, აფხაზეთში ქართველი და აფხაზი ხალხის ერთად ცხოვრების ქრონიკები, ასევე 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენები, რამაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა მოწვეულ სტუმრებზე.
ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი, გივი ჭიჭინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის „სოხუმის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა გიმნაზიის პრორექტორმა სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში, მაია ონიანმა. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და ახალგაზრდებს ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.