წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს მიულოცა.
„ინკლუზია ნიშნავს“… არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას, ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, სადაც იქნება შესაბამისი პირობები , სადაც განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირები სხვადასხვა სფეროებში შეძლებენ რეალიზებას, სადაც მნიშვნელოვანია არა ქრომოსომების რაოდენობა, არამედ განვითარება და თანადგომა “ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
მერთან ერთად ინკლუზიურ ცენტრში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი დოლიძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე იმყოფებოდნენ.
 წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში ამჟამად 16 ბავშვი სწავლობს, აქედან 2 დაუნის სინდრომის მქონეა