- 2021-11-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
მთავარი საფინანსო დოკუმენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ფატი გაგოშიძემ წარადგინეს.
სხდომაზე განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები. მთავარ პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე განათლება, ტურიზმი, კულტურა და სპორტი რჩება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას საკრებულოსაგან მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდება.
ბიუჯეტის პროექტის განხილვას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები, ასევე მოქალაქეები ესწრებოდნენ.