- 2020-10-09
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
![](https://tskaltubo.gov.ge/wp-content/uploads/2020/11/121179307_1747592475397877_2840134887096789395_o-300x200.jpg)
ქალაქ წყალტუბოში კოსტავას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. პროექტის განხორცილებისთვის 96 000 ლარი იხარჯება.
დაწყებულია დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობის აღდგენა- რეაბილიტაციის სამუშაოები სოფელ ჭოლევში.
სანიაღვრე არხების გაწმენდა მოხდება ასევე ქალაქ წყალტუბოს ქუთაისის, თამარ მეფის, ნინოშვილის, გოგებაშვილი-კოსტავასა და სარაჯიშვილი- კოსტავას ქუჩებზე.
გზების შეკეთების პროექტები განხორციელდება: ქუთაისის, ბარათაშვილისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე, სოფელ ბანოჯაში კი მოწესრიგდება წყლის სათავე ნაგებობა.
სტიქიის შედეგად დაზიანებული არხებისა და გზების გაწმენდა- შეკეთების სამუშაოები ჩატარდება რიონის, მექვენის, ოფურჩხეთის, ცხუნკურის, სოფელ წყალტუბოსა, გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
დაზიანებული ხიდ-ბოგირების შეკეთება მოხდება სოფელ გვიშტიბში, პირველ წყალტუბოში, რიონში (სამი), ნოღასა და ცხუნკურში.
ჯამში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის საქართველოს მთავრობის 2020წლის 21 სექტემბრის N 1835 განკარგულებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 690 000 ლარი გამოეყო.