წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება.

  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების უმრავლესობა მიმართულია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და ითვალისწინებს სანიაღვრე არხების გაწმენდასა და დაზიანებული გზების შეკეთებას.
   ქალაქ წყალტუბოში კოსტავას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. პროექტის განხორცილებისთვის 96 000 ლარი იხარჯება.
დაწყებულია დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობის აღდგენა- რეაბილიტაციის სამუშაოები სოფელ ჭოლევში.
   სანიაღვრე არხების გაწმენდა მოხდება ასევე ქალაქ წყალტუბოს ქუთაისის, თამარ მეფის, ნინოშვილის, გოგებაშვილი-კოსტავასა და სარაჯიშვილი- კოსტავას ქუჩებზე.
    გზების შეკეთების პროექტები განხორციელდება: ქუთაისის, ბარათაშვილისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე, სოფელ ბანოჯაში კი მოწესრიგდება წყლის სათავე ნაგებობა.
სტიქიის შედეგად დაზიანებული არხებისა და გზების გაწმენდა- შეკეთების სამუშაოები ჩატარდება რიონის, მექვენის, ოფურჩხეთის, ცხუნკურის, სოფელ წყალტუბოსა, გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
დაზიანებული ხიდ-ბოგირების შეკეთება მოხდება სოფელ გვიშტიბში, პირველ წყალტუბოში, რიონში (სამი), ნოღასა და ცხუნკურში.
  ჯამში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის საქართველოს მთავრობის 2020წლის 21 სექტემბრის N 1835 განკარგულებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 690 000 ლარი გამოეყო.