- 2020-11-30
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ელექტრონული მმართველობის სისტემა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უკვე ამუშავდა, რაც საზოგადოებასა და საჯარო უწყებას შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ms.gov.ge იმ ელექტრონული პლატფორმის მისამართია, რომლითაც მოქალაქეს შეუძლია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასთან დისტანციური თანამშრომლობა.
საიტის საშუალებით უწყებას განცხადებით მიმართავთ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან. რა თქმა უნდა ვებგვერდით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.
ms.gov.ge – ზე დაგხვდებათ განცხადებების ჯგუფები, რომლებიც დაყოფილია შინაარსის მიხედვით. სასურველი ჯგუფის შერჩევის შემდეგ მიყვებით ინსტრუქციას, შეავსებთ საჭირო ველებს და ატვირთავთ მოთხოვნილ დოკუმენტაციას.
სისტემის საშუალებით გარდა იმისა, რომ ელექტრონულად დაგიბრუნდებათ პასუხი და ყველა მასთან დაკავშირებული დოკუმენტი, ნებისმიერ დროს შეძლებთ საკუთარი ძველი განცხადების დათვალიერებასა და ჩამოტვირთვას.
ms.gov.ge ზოგავს თქვენს დროს და ხარჯებს, უზრუნველყოფს სწრაფ უკუკავშირსა და მეტ ხელმისაწვდომობას.
ამასთან, პროგრამის საშუალებით მოქალაქე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განცხადების რეგისტრაციას, საკუთარი იდეის მერისთვის გაცნობას- idea.municipal.gov.ge; დეტალური ინფორმაციის მიღებას მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ build.municipal.gov.ge ; ასევე შეძლებს ოპერატიულად დახმარების მიღებას ონლაინ რეჟიმში.
პროექტს თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალი სისტემების დანერგვის პროცესს უძღვებოდა ბიზნეს ანალიტიკოსი ამანდა ცუცქირიძე