წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს დისტანციურ მომსახურებას ახალი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით სთავაზობს.

🔵ელექტრონული მმართველობის სისტემა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უკვე ამუშავდა, რაც საზოგადოებასა და საჯარო უწყებას შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
🔵ms.gov.ge იმ ელექტრონული პლატფორმის მისამართია, რომლითაც მოქალაქეს შეუძლია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასთან დისტანციური თანამშრომლობა.
🔵საიტის საშუალებით უწყებას განცხადებით მიმართავთ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან. რა თქმა უნდა ვებგვერდით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.
🔵ms.gov.ge – ზე დაგხვდებათ განცხადებების ჯგუფები, რომლებიც დაყოფილია შინაარსის მიხედვით. სასურველი ჯგუფის შერჩევის შემდეგ მიყვებით ინსტრუქციას, შეავსებთ საჭირო ველებს და ატვირთავთ მოთხოვნილ დოკუმენტაციას.
➡️ სისტემის საშუალებით გარდა იმისა, რომ ელექტრონულად დაგიბრუნდებათ პასუხი და ყველა მასთან დაკავშირებული დოკუმენტი, ნებისმიერ დროს შეძლებთ საკუთარი ძველი განცხადების დათვალიერებასა და ჩამოტვირთვას.
➡️ ms.gov.ge ზოგავს თქვენს დროს და ხარჯებს, უზრუნველყოფს სწრაფ უკუკავშირსა და მეტ ხელმისაწვდომობას.
ამასთან, პროგრამის საშუალებით მოქალაქე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განცხადების რეგისტრაციას, საკუთარი იდეის მერისთვის გაცნობას- idea.municipal.gov.ge; დეტალური ინფორმაციის მიღებას მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ build.municipal.gov.ge ; ასევე შეძლებს ოპერატიულად დახმარების მიღებას ონლაინ რეჟიმში.
👉პროექტს თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.
⏭წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალი სისტემების დანერგვის პროცესს უძღვებოდა ბიზნეს ანალიტიკოსი ამანდა ცუცქირიძე