წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ.

2025 წლის 21 ნოემბერს 12:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.

შენიშვნები, წინადადებები ან რეკომენდაციები (არსებობის შემთხვევაში), შეგიძლიათ წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2025 წლის 24 ნოემბერს, 18:00 საათამდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

მისამართი: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა №27.

ბიუჯეტის პროექტის განხილვას შეუძლია დაესწროს ნებისმიერი მოქალაქე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე:

დადგენილების პროექტი

განმარტებითი ბარათი

პრიორიტეტები