წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი სოფელ სორმონისა და რიონის მოსახლეობას შეხვდნენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი სოფელ სორმონისა და რიონის მოსახლეობის იმ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელთა საცხოვრებელი სახლები 6 და 7 თებერვალს მოსული ძლიერი ნალექის შედეგად დაზიანდა.
თვითმმართველობის პირველმა პირებმა დაათვალიერეს დაზიანებული სახლები და ადგილობრივებს დახმარებას დაჰპირდნენ.
,,მიმდინარეობს ზარალის დათვლა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია შეისწავლის ყველა განცხადებას და გამოიტანს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად შევეცდებით დავეხმაროთ ყველა დაზარალებულს’’ – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
2024 წლის 6-7 თებერვალს მოსული ძლიერი ნალექის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაზიანდა როგორც კერძო საცხოვრებელი სახლები, ასევე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღის შენობები. მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ ზარათში, სორმონში, რიონში, მეჩხერში, ნამოხვანში, დღნორისაში, ცხუნკურსა და ჯიმასტაროში.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შესაძლებელია მაღალმთიანი სოფლების მიმართულებით.