წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობასა შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობასა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
,,სოფელ გუმბრაში ამჟამად მიმდინარეობს გზების შეკეთების სამუშაოები, ზაფხულში დაიწყება სასმელი წყლის სისტემის სრული რეაბილიტაციის 11 მილიონიანი პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ ბანოჯა-გუმბრის მოსახლეობას სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სასაფლაოს შემორაგვის პროექტი, ასევე მოხდება ავარიული შენობების (ყოფილი კულტურის სახლის და პროფესიული სასწავლებლის) დემონტაჟი,’’ -განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
შეხვედრაზე ისაუბრეს გუმბრის სკოლის შენობის რეაბილიტაციის საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერმა გუმბრის მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებიც განიხილა.