წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებს შეხვდა და ქალთა საერთშორისო დღე – 8 მარტი მიულოცა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებს შეხვდა ქალთა საერთშორისო დღე 8 მარტი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
,,სიმბოლურია, რომ წელიწადის ყველაზე მშვენიერ დროს გაზაფხულზე აღინიშნება დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი, თუმცა ჩვენი ვალია დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და ამაგი ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა გვექნება.
საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებულია ქალის და დედის როლი, სწორედ ლამაზად შვილის აღმზრდელი ქართველი დედები იმსახურებენ ჩვენს განსაკუთრებულ სიყვარულსა და აღიარებას. მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი წყალტუბოს განვითარების საქმეში, რადგან ათეული წლებია ემასახურებით ჩვენს ქალაქს, მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებთ დაკისრებული მოვალეობას, მადლობა ასეთი გულისხმიერებისა და თანადგომისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, წარმატებებს, კეთილდღეობასა და ბედნიერებას’’-განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
დღესვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ, მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღე რიგით წყალტუბოელ ქალბატონებს მიულოცეს