წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში წლის კურსდამთავრებულ მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში წლის კურსდამთავრებულ მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
🥇🥈ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს მედლები და აკადემიური მოსწრების სერტიფიკატები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა გადასცეს.
✅ როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა ოქროსმედალოსნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2020-2021 წლის შედეგები ასეთია: 27 ოქრო და 13 ვერცხლის მედალი.
🥇 ყველაზე მეტი ოქროსმედალოსანი მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლიდანაა (7 ოქროს მედალი), ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი მარიამ მურვანიძე კი 2021 წლის ეროვნულ გამოცდების შედეგებით საქართველოს საუკეთესოთა ხუთეულში შევიდა.
✅ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მედალოსნებს და უკვე წარმატებულ სტუდენტებს თანამშრომლობა შესთავაზა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ინიციატივაში, რაც წყალტუბოს განვითარებას დაუკავშირდება სრული მხარდაჭერა ექნებათ.