წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელ სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელ სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი ნათია კვიციანი, წარმომადგენლები: ნათია ახალაია და პაატა შარაშენიძე. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
წყალტუბო არის იმ 12 მუნიციპალიტეტს შორის, რომელშიც მიგრანტთა საინფორმაციო საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი ფუნქციონირებს. ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში დაინერგოს ახალი სერვისები, რაც სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებაში ინტეგრაციას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს ახალი სათემო პროექტების განხორციელებას’’ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
მხარეებმა ერთმანეთს საჭიროებების შესახებ ინფორმაციები გაუზიარეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.