- 2022-11-07
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, ქალაქის მე-4 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ პირადი ინიციატივით სკოლის ბიბლიოთეკის წიგნების ფონდს რამდენიმე წიგნი გადასცა საჩუქრად და შიდა სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
,,თვითმმართველობა ყოველთვის გამოხატავს მზაობას და მხარდაჭერას იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებას ყველამხრივ შესაფერისი გარემო ჰქონდეს. წიგნიერი ადამიანები წიგნის სიყვარულით იზრდებიან. თქვენ ხართ პროგრესულად მოაზროვნე და განათლებული თაობა, რომელმაც უნდა შექმნას უკეთესი ხვალინდელი დღე’’- აღნიშნა თეიმურაზ ჭეიშვილმა.