- 2024-08-03
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ,,ელიობის’’ დღესასწაული აღინიშნა. წმინდა ელიას სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.
ადგილობრივ მოსახლეობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღესასწაული მიულოცეს და სპორტულ ტურნირებში გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.
კულტურის სახლში სპექტაკლის „ბაკულას ღორების“ ჩვენება გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.