წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გრიგოლ ყურაშვილი დღეს სოფელ სორმონის, ჭოლევისა და ნოღას მოსახლეობას შეხვდა.
სოფლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის მიზნით გამართულ კრებებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: გიორგი დოლიძე და სერგო კირკიტაძე, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულების უფროსები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე იმსჯელეს ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე და პრიორიტეტულ პროექტებზე, პრობლემებზე, რომელთა მოგვარება მიმდინარე წელს იგეგმება.
დღეს ჩატარებულ სოფლის კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტები წყლის სისტემებისა და გარე განათების ქსელების მოწყობას, საგზაო ინფასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებას მიანიჭეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 26 იანვარსაც ჩატარდება.