წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების გამო, მერიაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შემსწავლელი ჯგუფი დღის ბოლოს კიდევ ერთხელ შეიკრიბა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების გამო, მერიაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შემსწავლელი ჯგუფი დღის ბოლოს კიდევ ერთხელ შეიკრიბა.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა ჯგუფთან ერთად შემდგომ სამოქმედო გეგმებზე დეტალურად იმსჯელეს. თვითმმართველობის პირველმა პირებმა მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცეს.
 მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია მორიგე ჯგუფები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სალიკვიდაციო სამუშაოებზე. მუდმივ რეჟიმში მუშაობს 📱მერიის ცხელი ხაზი 599359017, მერის წარმომადგნლობა ადმინისტრაციული ერთეულებში და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 1️⃣1️⃣ 2️⃣ რომელიც აღრიცხავს ზიანს.
სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ საავარიო ბრიგადები.
„ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზარალის ოდენობას ისევ ვითვლით, რადგან ძლიერი ქარი ჯერაც არ გვანებებს თავს, ქარმა დიდი ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებს, ობიექტებს, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მთელ რიგ სოფლებს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში.“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.