წყალტუბოს სამხატვრო გალერიაში საშობაო გამოფენა გაიხსნა


წყალტუბოს სამხატვრო გალერიაში გამოფენა გაიხსნა.
ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, პორტრეტები, ფანქარში, აკვარელში შესრულებული ნახატები ა(ა)იპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან” არსებულმა სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
✔ გამოფენას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მოადგილე სერგო კირკიტაძე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი ესწრებოდნენ.
🔷გამოფენა სამხატვრო სკოლის მენეჯერმა ავთანდილ ჯიბუტმა გახსნა და ადამიანის ცხოვრებაში ხელოვნების დანიშნულებაზე ისაუბრა.
✅მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა სამხატვრო სკოლის მენეჯერს მადლობის სიგელი გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
,, წყალტუბოს სამხატვრო სკოლა მდიდარი ტრადიციების მქონე დაწესებულებაა, აქ წლების განმავლობაში არაერთი თაობა აღზარდეს, დღესაც მაღალი პასუხისმგებლობით აგრძელებენ მოსწავლეებზე ზრუნვას, მუნიციპალიტეტის მერია მზადაა შესაძლებლობის ფარგლებში მხარი დაუჭიროს ყველა სასიკეთო წამოწყებას და ინიციატივას ” -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა
✔დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა ორი კვირის განმავლობაში შეუძლია.