წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში ბავშვთა ნამუშევრების საზაფხულო გამოფენა მოეწყო

წყალტუბოს სამხატვრო გალერიაში გამოფენა გაიხსნა.
👉ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, პორტრეტები, ფანქარში, აკვარელში შესრულებული ნახატები ა(ა)იპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან” არსებულმა სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულებმა და მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
🔶 გამოფენას მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე, ისტორიკოსი დაჩი იოსელიანი, (ა)იპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” მმართველი ნინო ხურცია ესწრებოდნენ.
✔ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებს წარმატებები უსურვეს და ხელოვნების დანიშნულებაზე ისაუბრეს.
🔶,, წყალტუბოს სამხატვრო სკოლა ტრადიციებს აგრძელებს, დღევანდელი გამოფენა, არის თვალსაჩინო დადასტურება იმისა, რომ პედაგოგების ძალისხმევით, კიდევ ერთმა ნიჭიერმა თაობამ შეძლო ხელოვნების ამ დარგში პირველი, წარმატებული ნაბიჯების გადადგმა. დარწმუნებული ვარ ეს ახალგაზრდები, იქნებიან ღირსეული წყალტუბოელები და მაქსიმალურად შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენას” -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა
➡️წყალტუბოს სამხატვრო სკოლა დიდი ტრადიციების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ცხრა კურსდამთავრებულიდან რამდენიმე სწავლის გაგრძელებას წელსაც სამხატვრო აკადემიაში აპირებს.
👇დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა ორი კვირის განმავლობაში შეუძლია .
+16