- 2023-06-22
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში „ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლის“ მოსწავლეების ფოტო გამოფენა მოეწყო. მომავალმა ფოტოგრაფებმა საუკეთესო ნამუშევრები წარმოადგინეს.
გამოფენა წრის ხელმძღვანელმა სულხან გოგოლაშვილმა გახსნა. „ მიხარია რომ საკუთარი გემოვნება და განსხვავებული ხედვა უყალიბდებათ ბავშვებს. ჩვენ ფოტოგრაფიის გაკვეთილებზე ფოტოს სტრუქტურულად აგებულების სწავლის გარდა ცოტა ფიზიკასაც ვსწავლობთ – ვაკვირდებით სინათლის სიჩქარეებს, ქიმიაც გვჭირდება. ხშირად ვსაუბრობთ მუსიკაზე, მწერლობაზე, თეატრზე, კინოზე . ერთად ვწყვეტთ გამოფენის თემას და კონცეფციას ამიტომაც ყოველი შემდეგი გამოფენა განსხვავებულია“, – განაცხადა წრის ხელმძღვანელმა სულხან გოგოლაშვილმა.
საკვირაო სკოლაში ფოტოგრაფიას ამჯერად 10 მოზარდი ეუფლება .
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „ოტია იოსელიანის საკვირაო სკოლა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2013 წლიდან ფუნქციონირებს და რამდენიმე სახელოვნებო წრეს აერთიანებს.
დასკვნით ფოტო-გამოფენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, ა(ა)იპ „კულტურის ცენტრის“, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ და ადგილობრივი თვითმამრთველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფოტო გამოფენა სამხატვრო სკოლის გალერეაში თვის ბოლომდე გაგრძლედება.