წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ქვისა და გრანიტის დეკორატიული საპარკე სკამების, ჭადრაკის მაგიდისა და სანაგვე ურნების განთავსება დაიწყო

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ქვისა და გრანიტის დეკორატიული საპარკე სკამების, ჭადრაკის მაგიდისა და სანაგვე ურნების განთავსება დაიწყო.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე აცხადებს წყალტუბოს ცენტრალური პარკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობა, არსებული მწვანე გარემოსა და რეკრეაციული სივრცეების განახლება გრძელდება. გაკეთდება ყველაფერი, რომ ქალაქის სტუმრებმა და ადგილობრივებმა, ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში დაისვენონ.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში ამჯერად წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 70 დეკორატიული სკამის , 54 სანაგვე ურნის, ასევე ჭადრაკის მაგიდისა და სკამების შესყიდვა და მონტაჟის პროექტი განხორციელდა.