წყალტუბოში, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, საჯარო სკოლების ერთობლივი საახალწლო ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოში, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, საჯარო სკოლების ერთობლივი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში საახალწლო ქოხებში მოეწყო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული საახალწლო კერძები და ტკბილეული.
ახალი წლის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა საჯარო სკოლამ. მოსწავლეებმა სცენაზე საზეიმო საკონცერტო ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები, მათ მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი ნაწარმიდან შემოსული თანხები, საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა მადლობა გადაუხადა მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს მხარდაჭერისთვის და სკოლების აქტიური ჩართულობისთვის.
ღონისძიება DJ გიგა პაპასკირის კომპოზიციებით დასრულდა.